---
title: "მუხლი 35. ჩეკის განაღდებისათვის პასუხისმგებლობა — ჩეკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30292-chekis-shesakheb/35"
law: "ჩეკის შესახებ"
article: "35"
identifier: "matsne 30292"
adopted: "1995-04-19"
consolidated_as_of: "2015-03-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 35. ჩეკის განაღდებისათვის პასუხისმგებლობა — ჩეკის შესახებ

> Text consolidated as of 2015-03-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ჩეკის შესახებ, მუხლი 35 (consolidated as of 2015-03-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30292-chekis-shesakheb/35

1. ჩეკით ვალდებული ყველა პირი სოლიდარულად აგებს პასუხს ჩეკის მფლობელის წინაშე. მფლობელი უფლებამოსილია წარუდგინოს სარჩელი როგორც ყველა ამ პირს‚ ასევე ერთ მათგანს‚ ან რამდენიმეს ერთდროულად‚ მიუხედავად იმ თანმიმდევრობისა‚ რომლითაც მათ ვალდებულება იკისრეს.

2. იგივე უფლებით სარგებლობა შეუძლია ჩეკის ხელმომწერ ყველა პირს‚ რომელმაც ჩეკი გაანაღდა.

3. ჩეკით ვალდებული ერთ-ერთი პირის მიმართ სარჩელი არ წარმოადგენს დაბრკოლებას სხვა პირებისაგან სახდელის გადახდევინებისათვის მაშინაც კი‚ თუ თვითონ იკისრეს ვალდებულება იმ პირის შემდეგ‚ რომელსაც სარჩელი უკვე წარედგინა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30292-chekis-shesakheb/34.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30292-chekis-shesakheb/36.md
