---
title: "მუხლი 44. ჩეკის წარდგენისა და პროტესტის დღეები — ჩეკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30292-chekis-shesakheb/44"
law: "ჩეკის შესახებ"
article: "44"
identifier: "matsne 30292"
adopted: "1995-04-19"
consolidated_as_of: "2015-03-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 44. ჩეკის წარდგენისა და პროტესტის დღეები — ჩეკის შესახებ

> Text consolidated as of 2015-03-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ჩეკის შესახებ, მუხლი 44 (consolidated as of 2015-03-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30292-chekis-shesakheb/44

1. ჩეკის გასანაღდებლად წარდგენა და პროტესტი შეიძლება განხორციელდეს სამუშაო დღეს.

2. თუ ჩეკთან დაკავშირებული რომელიმე მოქმედება‚ კერძოდ, გასანაღდებლად წარდგენა‚ პროტესტი ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი დამოწმება უნდა შესრულდეს განსაზღვრული ვადის განმავლობაში‚ რომლის უკანასკნელი დღე კანონით დაწესებული უქმე დღეა‚ მაშინ აღნიშნული ვადა გაგრძელდება მომდევნო სამუშაო დღემდე. უქმე დღე‚ რომელიც ხვდება ვადის მიმდინარეობის დროს‚ ითვლება ვადის ანგარიშში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30292-chekis-shesakheb/43.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30292-chekis-shesakheb/45.md
