---
title: "მუხლი 23. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წლიური ანგარიში საჯარო სამსახურის სფეროში — საჯარო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/23"
law: "საჯარო სამსახურის შესახებ"
article: "23"
identifier: "4346-Iს"
adopted: "2015-10-27"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წლიური ანგარიში საჯარო სამსახურის სფეროში — საჯარო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამსახურის შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/23

1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ამ კანონით განსაზღვრული საქმიანობის შედეგები აისახება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის დასაბუთებულ წლიურ ანგარიშში, რომელიც წარედგინება საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საჯარო სამსახურის საბჭოს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ქვეყნდება პროაქტიულად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/24.md
