---
title: "მუხლი 25. მოხელეთა თანამდებობების რანგირება — საჯარო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/25"
law: "საჯარო სამსახურის შესახებ"
article: "25"
identifier: "4346-Iს"
adopted: "2015-10-27"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25. მოხელეთა თანამდებობების რანგირება — საჯარო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამსახურის შესახებ, მუხლი 25 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/25

1. მოხელის თითოეული თანამდებობა შეესაბამება თითო კარიერულ საფეხურს და ნაწილდება შემდეგ იერარქიულ რანგებში:
ა) პირველი რანგი – მაღალი მმართველობითი დონე;
ბ) მეორე რანგი – საშუალო მმართველობითი დონე;
გ) მესამე რანგი – უფროსი სპეციალისტის დონე;
დ) მეოთხე რანგი – უმცროსი სპეციალისტის დონე.

2. პირველი რანგი არის ყველაზე მაღალი იერარქიული რანგი, ხოლო მეოთხე რანგი – ყველაზე დაბალი იერარქიული რანგი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ იერარქიულ რანგებში მოხელეთა თანამდებობები ნაწილდება თითოეული თანამდებობის ფუნქციების შესაბამისი შემდეგი ფაქტორების მიხედვით:
ა) პასუხისმგებლობა;
ბ) მოვალეობათა შესრულების სირთულე;
გ) კომპეტენციები;
დ) აუცილებელი კვალიფიკაცია;
ე) სამუშაო გამოცდილება.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს მოხელეთა თანამდებობების დასახელებებს, იერარქიულ რანგებში განაწილების უნიფიცირებულ წესს და შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიულ ჩამონათვალს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/26.md
