---
title: "მუხლი 30. სერტიფიცირების ჩატარების უზრუნველყოფა — საჯარო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/30"
law: "საჯარო სამსახურის შესახებ"
article: "30"
identifier: "4346-Iს"
adopted: "2015-10-27"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30. სერტიფიცირების ჩატარების უზრუნველყოფა — საჯარო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამსახურის შესახებ, მუხლი 30 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/30

1. სერტიფიცირებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.

2. სერტიფიცირება ტარდება სახელმწიფო ენაზე, ელექტრონულად.

3. მოხელეთა სერტიფიცირების ჩატარების წესი და თემატიკა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით .

4. მოხელის სერტიფიკატის მფლობელთა რეესტრს აწარმოებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
საქართველოს 2017 წლის 29 ივნისის კანონი №1157 - ვებგვერდი, 29.06.2017წ.
საქართველოს 2025 წლის 20 თებერვლის კანონი №315 – ვებგვერდი, 21.02.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/31.md
