---
title: "მუხლი 36. კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის წარდგენა — საჯარო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/36"
law: "საჯარო სამსახურის შესახებ"
article: "36"
identifier: "4346-Iს"
adopted: "2015-10-27"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 36. კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის წარდგენა — საჯარო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამსახურის შესახებ, მუხლი 36 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/36

1. კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ელექტრონულად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.

2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია საჯარო სექტორში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით უზრუნველყოფს მათთვის ამ კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების უზრუნველმყოფი, თავის მიერ ადმინისტრირებული სერვისების ხელმისაწვდომობას.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6841 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2025 წლის 20 თებერვლის კანონი №315 – ვებგვერდი, 21.02.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/35.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/37.md
