---
title: "მუხლი 38. საკონკურსო კომისიის წევრთა რაოდენობა და შემადგენლობა — საჯარო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/38"
law: "საჯარო სამსახურის შესახებ"
article: "38"
identifier: "4346-Iს"
adopted: "2015-10-27"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 38. საკონკურსო კომისიის წევრთა რაოდენობა და შემადგენლობა — საჯარო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამსახურის შესახებ, მუხლი 38 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/38

1. საკონკურსო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში უნდა იყვნენ შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარმომადგენელი, საჯარო დაწესებულების იმ სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელი, რომელშიც არის შესაბამისი ვაკანტური თანამდებობა, მოხელეთა დარგობრივი პროფესიული კავშირის (მისი არსებობის შემთხვევაში) წარმომადგენელი და დამოუკიდებელი მოწვეული სპეციალისტი ან/და შესაბამისი დარგის სპეციალისტი, რომელიც სამსახურებრივად დაკავშირებული არ არის ამ საჯარო დაწესებულებასთან.

2. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე ამ კომისიის წევრთაგან ნიშნავს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ცვლის მას.

3. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელს უფლება აქვს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის დავალებით ნებისმიერ საჯარო დაწესებულებაში დაესწროს კონკურსს.
საქართველოს 2025 წლის 20 თებერვლის კანონი №315 – ვებგვერდი, 21.02.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/37.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/39.md
