---
title: "მუხლი 59. მოხელის წახალისება — საჯარო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/59"
law: "საჯარო სამსახურის შესახებ"
article: "59"
identifier: "4346-Iს"
adopted: "2015-10-27"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 59. მოხელის წახალისება — საჯარო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამსახურის შესახებ, მუხლი 59 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/59

1. მოხელის შეფასების შედეგების შესაბამისად წესდება მოხელის წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა;
გ) ფასიანი საჩუქრის მიცემა.

2. მოხელის წახალისების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით .

3. მოხელის ფულადი ჯილდოს ზედა ზღვარი განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/58-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/60.md
