---
title: "მუხლი 77. მოხელის სხვა უფლებები და ვალდებულებები — საჯარო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/77"
law: "საჯარო სამსახურის შესახებ"
article: "77"
identifier: "4346-Iს"
adopted: "2015-10-27"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 77. მოხელის სხვა უფლებები და ვალდებულებები — საჯარო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამსახურის შესახებ, მუხლი 77 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/77

1. მოხელის მიერ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებისა და წარდგენის ვალდებულება, ინტერესთა შეუთავსებლობის, თანამდებობრივი შეუთავსებლობისა და გარიგების დადების შეზღუდვის საკითხები წესრიგდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. მოხელის შეკრებასა და მანიფესტაციაში მონაწილეობის საკითხი წესრიგდება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით .

3. მოხელის მიერ ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების დაცვის ვალდებულება განისაზღვრება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით.

4. მოხელეზე ვრცელდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ მე-9 მუხლი, 31-ე მუხლის მე-5 პუნქტი და 55-ე−57-ე, 61-ე, 63-ე−69-ე, 75-ე−78-ე და მე-80 მუხლები.

5. მოხელეს ეკისრება ამ კანონით გათვალისწინებული სხვა მოვალეობების შესრულების ვალდებულება.

6. მოხელისათვის საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება განისაზღვროს როგორც სხვა, დამატებითი უფლებები და გარანტიები, ისე სხვა მოვალეობები და შეზღუდვები.
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის კანონი №7189 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.
საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2210 – ვებგვერდი, 15.12.2022წ.
თავი VIII
ადმინისტრაციული ხელშეკრულება საჯარო სამსახურში

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/76.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/78.md
