---
title: "მუხლი 80. პირის საჯარო სამსახურში მიღების მიზნით დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების შინაარსი — საჯარო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/80"
law: "საჯარო სამსახურის შესახებ"
article: "80"
identifier: "4346-Iს"
adopted: "2015-10-27"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 80. პირის საჯარო სამსახურში მიღების მიზნით დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების შინაარსი — საჯარო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამსახურის შესახებ, მუხლი 80 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/80

1. პირის საჯარო სამსახურში მიღების მიზნით დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს მის მიერ განსახორციელებელი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილებების დეტალურ აღწერას, რომლებიც კონკრეტული საჯარო დაწესებულების საქმიანობის სპეციფიკის შესაბამისი უნდა იყოს.

2. ამ კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტულ ფორმებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

3. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე ვრცელდება ამ კანონის 9 1 მუხლის, 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 51-ე, 55-ე და 56-ე მუხლების, 57-ე მუხლის პირველი პუნქტის, 58-ე, მე-60–62-ე, 64-ე, 66-ე–68-ე და 70-ე–76-ე მუხლების, 77-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და X თავის, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ მე-9 მუხლის, 31-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 55-ე−57-ე, 61-ე, 63-ე−69-ე, 75-ე, 76-ე, 77-ე, 78-ე და მე-80 მუხლების მოქმედება. ამ კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებზე ვრცელდება აგრეთვე ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და 50-ე მუხლის მოქმედება. ამ კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირზე ვრცელდება აგრეთვე ამავე კანონის 54-ე და 63-ე მუხლების მოქმედება.
საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1826 – ვებგვერდი, 29.12.2017წ.
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის კანონი №7189 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.
საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4452– ვებგვერდი, 03.10.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №271 - ვებგვერდი, 06.02.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 1 აპრილის კანონი №401 - ვებგვერდი, 03.04.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/79.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/81.md
