---
title: "მუხლი 84³. მრჩეველი — საჯარო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/84-3"
law: "საჯარო სამსახურის შესახებ"
article: "84^3"
identifier: "4346-Iს"
adopted: "2015-10-27"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 84³. მრჩეველი — საჯარო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამსახურის შესახებ, მუხლი 84³ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/84-3

1. პირი, რომლის უფლებამოსილება ძირითადად/არსებითად მოიცავს სახელმწიფო მოსამსახურისთვის, მათ შორის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისთვის, აგრეთვე პოლიტიკური თანამდებობის პირისთვის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირისთვის მისი უფლებამოსილებებისთვის მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით რჩევების მიცემას, საჯარო სამსახურში მიიღება მრჩევლად.

2. მრჩეველი არ არის საჯარო მოსამსახურე და მასზე არ ვრცელდება ამ კანონის (გარდა ამ კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტითა და ამ თავით გათვალისწინებული ნორმებისა) მოქმედება.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №835 – ვებგვერდი, 30.06.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/84-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/84-4.md
