---
title: "მუხლი 84⁴. პირის მრჩევლად მიღების წესი — საჯარო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/84-4"
law: "საჯარო სამსახურის შესახებ"
article: "84^4"
identifier: "4346-Iს"
adopted: "2015-10-27"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 84⁴. პირის მრჩევლად მიღების წესი — საჯარო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამსახურის შესახებ, მუხლი 84⁴ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/84-4

1. პირი მრჩევლად მიიღება მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც განისაზღვრება მრჩევლის საქმიანობის ძირითადი სფერო და მიმართულებები, აგრეთვე ამ ხელშეკრულების პირობები და მოქმედების ვადა. ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი სახელმწიფო მოსამსახურის, მათ შორის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, აგრეთვე პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის უფლებამოსილების ვადას.

2. მრჩეველთან დადებული ხელშეკრულება წყდება:
ა) ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ინიციატივით;
ბ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლისას;
გ) შესაბამისი სახელმწიფო მოსამსახურის, მათ შორის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, აგრეთვე პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე.

3. ამ მუხლით განსაზღვრული ხელშეკრულების სტანდარტულ ფორმებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №835 – ვებგვერდი, 30.06.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/84-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/84-5.md
