---
title: "მუხლი 92. დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის უფლებები — საჯარო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/92"
law: "საჯარო სამსახურის შესახებ"
article: "92"
identifier: "4346-Iს"
adopted: "2015-10-27"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 92. დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის უფლებები — საჯარო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამსახურის შესახებ, მუხლი 92 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/92

დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ პირს უფლება აქვს:
ა) ისარგებლოს ადვოკატის დახმარებით;
ბ) მოითხოვოს დისციპლინური წარმოების საქმის მასალების გაცნობა;
გ) წარადგინოს წერილობითი ან/და ზეპირი ახსნა-განმარტება;
დ) წარადგინოს მტკიცებულება;
ე) წარადგინოს წერილობითი მოსაზრება დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის დასკვნასთან დაკავშირებით;
ვ) გაასაჩივროს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/91.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/93.md
