---
title: "მუხლი 1. სახელმწიფო პოლიტიკა ვეტერანების მიმართ — ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30370-omisa-da-tavdatsvis-dzalebis-veteranebis-shesakheb/1"
law: "ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 30370"
adopted: "1995-10-17"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. სახელმწიფო პოლიტიკა ვეტერანების მიმართ — ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30370-omisa-da-tavdatsvis-dzalebis-veteranebis-shesakheb/1

1. სახელმწიფო პოლიტიკა ვეტერანების მიმართ ითვალისწინებს: ა) ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შექმნას; ბ) სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, რომლებიც უზრუნველყოფს ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური შეღავათების გარანტიების, მათი პრაქტიკული შესრულებისთვის ღონისძიებათა სისტემას; გ) ცენტრალური და ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებიდან, ვეტერანების სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის პროგრამებისთვის საბიუჯეტო სახსრების გამოყოფას.

2. მუნიციპალიტეტებმა შეიძლება შეიმუშაონ და განახორციელონ მიზნობრივი პროგრამები, რომლებიც უზრუნველყოფს ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური შეღავათების გარანტიების, მათი პრაქტიკული შესრულებისთვის ღონისძიებათა სისტემას და ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ვეტერანების სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის პროგრამებისათვის საბიუჯეტო სახსრების გამოყოფას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. საქართველოს 199 7 წლის 16 ოქტომბრი ს კანონი №962 - პარლამენტის უწყებანი № 44 , 11.11.1997 წ., გვ.69 საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6884 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/30370-omisa-da-tavdatsvis-dzalebis-veteranebis-shesakheb/2.md
