---
title: "მუხლი 15. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მონაწილეების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეების სოციალური დაცვა — ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30370-omisa-da-tavdatsvis-dzalebis-veteranebis-shesakheb/15"
law: "ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ"
article: "15"
identifier: "matsne 30370"
adopted: "1995-10-17"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მონაწილეების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეების სოციალური დაცვა — ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30370-omisa-da-tavdatsvis-dzalebis-veteranebis-shesakheb/15

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების , სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მონაწილეებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის , თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეების სოციალური დაცვა ითვალისწინებს : ა) საპენსიო უზრუნველყოფას „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად : ბ ) დაკავებული სასამსახურო საცხოვრებელი სახლებიდან გამოსახლების დაუშვებლობას სამაგიეროს მიუცემლად : გ ) საყოფაცხოვრებო - კომუნალური მომსახურების – წყლის , საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენების გატანას , გაზის , ელექტროენერგიის , ტელეფონის სააბონენტო გადასახადებისაგან გათავისუფლებას , აგრეთვე ქალაქში საქალაქო ტრანსპორტით ( გარდა ტაქსისა ) სარგებლობას , სოფლად – საგარეუბნო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტით სარგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად : დ ) სხვა სოციალური დაცვის გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად . საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №962 - პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997 წ., გვ.69 საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №91 - სსმ I, №52(59) 31.12.1999 წ., მუხ.253 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2002 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/126,129,158 –  სსმ IV, №5, 25.04.2002 წ., გვ.2 საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონი №1762 - სსმ I, №31 10.12.2002 წ., მუხ.142 საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2458 - სსმ I, №56 28.12.2005 წ., მუხ.400 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4289 - სსმ I, №51 31.12.2006 წ., მუხ.448

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30370-omisa-da-tavdatsvis-dzalebis-veteranebis-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30370-omisa-da-tavdatsvis-dzalebis-veteranebis-shesakheb/15-1.md
