---
title: "მუხლი 22. ვეტერანების საზოგადოებრივი გაერთიანებები — ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30370-omisa-da-tavdatsvis-dzalebis-veteranebis-shesakheb/22"
law: "ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ"
article: "22"
identifier: "matsne 30370"
adopted: "1995-10-17"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. ვეტერანების საზოგადოებრივი გაერთიანებები — ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30370-omisa-da-tavdatsvis-dzalebis-veteranebis-shesakheb/22

1. ვეტერანების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში, ავტონომიურ რესპუბლკებში, ქალაქებში, რაიონებში, საწარმოებში, ორგანიზაციებში, დაწესებულებებში, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით იქმნება ვეტერანების შესაბამისი საზოგადოებრივი გაერთიანებები, რომლებიც თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ხელს უწყობენ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებში ვეტერანების სოციალურ-საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ გადაწყვეტილებათა მიღებას, სახელმწიფო ორგანოებში და საზოგადოე ბრივ გაერთიანებებში წარმოადგენენ და იცავენ ვეტერანების ინტერესებს.

2. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ხელს უწყობენ ვეტერანების საზოგადოებრივი გაერთიანებების საქმიანობას, ეხმარებიან ფინანსურად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ნორმალური ფუნქციონირებისთვის გამოუყოფენ კეთილმოწყობილ სამუშაო ადგილებს, მოწყობილობას, ინვენტარსა და ქონებას.

3. (ამოღებულია).

4. (ამოღებულია). საქართველოს 199 7 წლის 16  ოქტომბრი ს კანონი №962 - პარლამენტის უწყებანი № 44 , 11.11.1997 წ., გვ.69 საქართველო ს 2005 წლის 2 3 დეკემბრის კანონი №2458 - სსმ I , №56 28.12 . 200 5 წ., მუხ.400 საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3647 - სსმ I, №44 27.11.2006 წ., მუხ.295 საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6884 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30370-omisa-da-tavdatsvis-dzalebis-veteranebis-shesakheb/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30370-omisa-da-tavdatsvis-dzalebis-veteranebis-shesakheb/23.md
