---
title: "მუხლი 24. ვეტერანის უფლებათა დამადასტურებელი მოწმობა — ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30370-omisa-da-tavdatsvis-dzalebis-veteranebis-shesakheb/24"
law: "ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ"
article: "24"
identifier: "matsne 30370"
adopted: "1995-10-17"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. ვეტერანის უფლებათა დამადასტურებელი მოწმობა — ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30370-omisa-da-tavdatsvis-dzalebis-veteranebis-shesakheb/24

1. ვეტერანების უფლებები და შეღავათები ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ ვეტერანებისათვის დადგენილი ერთიანი ნიმუშის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში.

2. ვეტერა ნის მოწმობის ნიმუშსა და გაცემის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა.

3. ვეტერანებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის სოციალური შეღავათების ადმინისტრირებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზის მონაცემები. საქართველოს 1997 წლის 16  ოქტომბრის კანონი №962 - პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997 წ., გვ.69 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4962 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2013 წლის 2 7 სექტემბრის კანონი №1385 - ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6884 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30370-omisa-da-tavdatsvis-dzalebis-veteranebis-shesakheb/23-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30370-omisa-da-tavdatsvis-dzalebis-veteranebis-shesakheb/24-1.md
