---
title: "მუხლი 3¹. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური — ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30370-omisa-da-tavdatsvis-dzalebis-veteranebis-shesakheb/3-1"
law: "ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ"
article: "3^1"
identifier: "matsne 30370"
adopted: "1995-10-17"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3¹. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური — ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ, მუხლი 3¹ (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30370-omisa-da-tavdatsvis-dzalebis-veteranebis-shesakheb/3-1

1. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური არის ამ კანონის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის (შემდგომ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური) სტრუქტურა, ფუნქცია-მოვალეობები და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება სამსახურის წესდებით (დებულებით), რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

3. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

4. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მართვის მიზნით, მისი წესდებით (დებულებით) გათვალისწინებულ შემთხვევაში, შეიძლება შეიქმნას სამეთვალყურეო ორგანო. საქართველოს 2013 წლის 29 ნოემბრის კანონი №1686 - ვებგვერდი, 16.12.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30370-omisa-da-tavdatsvis-dzalebis-veteranebis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30370-omisa-da-tavdatsvis-dzalebis-veteranebis-shesakheb/4.md
