---
title: "მუხლი 8. სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები — ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30370-omisa-da-tavdatsvis-dzalebis-veteranebis-shesakheb/8"
law: "ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 30370"
adopted: "1995-10-17"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები — ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30370-omisa-da-tavdatsvis-dzalebis-veteranebis-shesakheb/8

1. სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან: ა) სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილები (გადამდგარი), სამხედრო შეკრებებზე გაწვეული რეზერვისტები, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანებისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის რიგითი და მეთაურთა შემადგენლობის პირები, ამ ორგანთა თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც სახელმწიფო ხელისუფლების მიერ გაგზავნილი იყვნენ და მონაწილეობდნენ სხვა სახელმწიფოებში საბრძოლო მოქმედებებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.

2. სხვა კატეგორიის პირებისათვის სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანის სტატუსს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №962 - პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997 წ., გვ.69 საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1845 - სსმ I, №12(19) 06.04.1999 წ., მუხ.40 საქართველოს 2013 წლის 2 7 სექტემბრის კანონი №1385 – ვებგვერდი, 09.10.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30370-omisa-da-tavdatsvis-dzalebis-veteranebis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30370-omisa-da-tavdatsvis-dzalebis-veteranebis-shesakheb/9.md
