---
title: "მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3056209-radioaktiuri-narchenebis-shesakheb/1"
law: "რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ"
article: "1"
identifier: "4487-Iს"
adopted: "2015-11-11"
consolidated_as_of: "2023-06-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2023-06-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3056209-radioaktiuri-narchenebis-shesakheb/1

ეს კანონი არეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის, რომლებიც ახორციელებენ რადიოაქტიური ნარჩენების მართვას, რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობას ან/და რადიოაქტიური ნარჩენების წარმოქმნასთან დაკავშირებულ საქმიანობას. ეს კანონი აგრეთვე განსაზღვრავს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის უსაფრთხოებისა და დაცულობის მოთხოვნებს რადიოაქტიურ ნარჩენებთან დაკავშირებული საქმიანობისა და შესაბამისი ობიექტისათვის.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/3056209-radioaktiuri-narchenebis-shesakheb/2.md
