---
title: "მუხლი 10. ზოგადი მოთხოვნები რადიოაქტიური ნარჩენების მფლობელისადმი — რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3056209-radioaktiuri-narchenebis-shesakheb/10"
law: "რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ"
article: "10"
identifier: "4487-Iს"
adopted: "2015-11-11"
consolidated_as_of: "2023-06-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. ზოგადი მოთხოვნები რადიოაქტიური ნარჩენების მფლობელისადმი — რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2023-06-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3056209-radioaktiuri-narchenebis-shesakheb/10

1. რადიოაქტიური ნარჩენების მფლობელი ვალდებულია რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობისას:
ა) უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომების მიღება;
ბ) უზრუნველყოს მოსალოდნელი ინციდენტისა და ავარიის თავიდან აცილება, ხოლო ინციდენტის ან ავარიის შემთხვევაში – მისი შედეგების აღმოფხვრა და მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურება;
გ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

2. რადიოაქტიური ნარჩენების მფლობელს რადიოაქტიური ნარჩენების რადიოაქტიური ნარჩენების შესანახში ან რადიოაქტიური ნარჩენების საცავში შენახვის ვადა სალიცენზიო პირობებით განესაზღვრება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3056209-radioaktiuri-narchenebis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3056209-radioaktiuri-narchenebis-shesakheb/11.md
