---
title: "მუხლი 11. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში სხვა პირთა მოვალეობები — რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3056209-radioaktiuri-narchenebis-shesakheb/11"
law: "რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ"
article: "11"
identifier: "4487-Iს"
adopted: "2015-11-11"
consolidated_as_of: "2023-06-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში სხვა პირთა მოვალეობები — რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2023-06-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3056209-radioaktiuri-narchenebis-shesakheb/11

ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ ახორციელებს ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას, მაგრამ რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება რადიოაქტიური ნარჩენები (რომლებიც შეიცავს ბუნებაში წარმოქმნილ რადიოაქტიურ ნივთიერებებს), ვალდებულია:
ა) რადიოაქტიური ნარჩენების წარმოქმნის თაობაზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს სააგენტოს და რადიოაქტიური ნარჩენების საბოლოო განთავსებამდე უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება „ტექნიკური რეგლამენტის – რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობის წესის“ შესაბამისად;
ბ) რადიოაქტიური ნარჩენების წარმოქმნისთანავე, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მათი უსაფრთხო განთავსება რადიოაქტიური ნარჩენების საცავში ან რადიოაქტიური ნარჩენების შესანახში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3056209-radioaktiuri-narchenebis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3056209-radioaktiuri-narchenebis-shesakheb/12.md
