---
title: "მუხლი 12. საქართველოს მოქალაქის, მოქალაქეობის არმქონე პირისა და უცხო ქვეყნის მოქალაქის უფლებები რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში — რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3056209-radioaktiuri-narchenebis-shesakheb/12"
law: "რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ"
article: "12"
identifier: "4487-Iს"
adopted: "2015-11-11"
consolidated_as_of: "2023-06-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. საქართველოს მოქალაქის, მოქალაქეობის არმქონე პირისა და უცხო ქვეყნის მოქალაქის უფლებები რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში — რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2023-06-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3056209-radioaktiuri-narchenebis-shesakheb/12

საქართველოს მოქალაქეს, მოქალაქეობის არმქონე პირსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვთ:
ა) მიიღონ რადიოაქტიური ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაცია;
ბ) მიმართონ უფლებამოსილ ორგანოებს და მოსთხოვონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რადიოაქტიური ნარჩენების მართვის უსაფრთხოებისა და დაცულობის მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა;
გ) მონაწილეობა მიიღონ რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის მოწყობასთან, აგრეთვე რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის დახურვასთან დაკავშირებულ საჯარო განხილვებში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3056209-radioaktiuri-narchenebis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3056209-radioaktiuri-narchenebis-shesakheb/13.md
