---
title: "მუხლი 15. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები — რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3056209-radioaktiuri-narchenebis-shesakheb/15"
law: "რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ"
article: "15"
identifier: "4487-Iს"
adopted: "2015-11-11"
consolidated_as_of: "2023-06-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები — რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2023-06-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3056209-radioaktiuri-narchenebis-shesakheb/15

საქართველოს მთავრობამ:
ა) ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში მიიღოს დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობის წესის“ დამტკიცების შესახებ“;
ბ) 2017 წლის 1 იანვრამდე მიიღოს დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – რადიოაქტიური ნარჩენების საცავის უსაფრთხოების შეფასებისადმი ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“;
გ) 2017 წლის 1 იანვრამდე მიიღოს დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის უსაფრთხოების შეფასებისადმი ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“;
დ) 2024 წლის 1 იანვრამდე მიიღოს დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – „რადიოაქტიური ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოსა და საცავის უსაფრთხოების ანგარიშისადმი ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“;
ე) 2024 წლის 1 იანვრამდე მიიღოს დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – „რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის უსაფრთხოების ანგარიშისადმი ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“.
საქართველოს 2023 წლის 16 ივნისის კანონი №3285 – ვებგვერდი, 06.07.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3056209-radioaktiuri-narchenebis-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3056209-radioaktiuri-narchenebis-shesakheb/16.md
