---
title: "მუხლი 2. კანონის მიზნები — რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3056209-radioaktiuri-narchenebis-shesakheb/2"
law: "რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ"
article: "2"
identifier: "4487-Iს"
adopted: "2015-11-11"
consolidated_as_of: "2023-06-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. კანონის მიზნები — რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2023-06-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3056209-radioaktiuri-narchenebis-shesakheb/2

ამ კანონის მიზნებია რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, „გამოყენებულ საწვავთან მოპყრობის უსაფრთხოებისა და რადიაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის უსაფრთხოების შესახებ“ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 1997 წლის 5 სექტემბრის გაერთიანებული კონვენციის მოთხოვნების შესრულებისათვის:
ა) ქვეყანაში რადიოაქტიური ნარჩენების უსაფრთხო მართვის მაღალი სტანდარტების მიღწევა;
ბ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ყველა ეტაპზე მათი უსაფრთხოებისა და დაცულობის მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა ადამიანსა და გარემოზე მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედების თავიდან  ასაცილებლად როგორც აწმყოში, ისე მომავალში;
გ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ყველა ეტაპზე მოსალოდნელი ინციდენტების თავიდან აცილების და მომხდარი ინციდენტების უარყოფითი შედეგების შემარბილებელი ღონისძიებების დაგეგმვის საფუძვლების შექმნა.
საქართველოს 2023 წლის 16 ივნისის კანონი №3285 – ვებგვერდი, 06.07.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3056209-radioaktiuri-narchenebis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3056209-radioaktiuri-narchenebis-shesakheb/3.md
