---
title: "მუხლი 6. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია და მისი განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა — რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3056209-radioaktiuri-narchenebis-shesakheb/6"
law: "რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ"
article: "6"
identifier: "4487-Iს"
adopted: "2015-11-11"
consolidated_as_of: "2023-06-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია და მისი განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა — რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2023-06-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3056209-radioaktiuri-narchenebis-shesakheb/6

1. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიას 15-წლიანი პერიოდისათვის. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია უნდა მოიცავდეს რადიოაქტიური ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანალიზს და ინფორმაციას განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

2. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის განსახორციელებელ სამოქმედო გეგმას, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების გზები;
ბ) რადიოაქტიური ნარჩენების გადამუშავებისათვის საჭირო ტექნოლოგიური პროცესები;
გ) რადიოაქტიური ნარჩენების საცავთან და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხთან დაკავშირებული საფრთხეების შეფასების ღონისძიებები;
დ) რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის უსაფრთხოების შეფასების ღონისძიებები;
ე) რადიოაქტიური ნარჩენების განთავსების ადგილები, რადიოაქტიური ნივთიერებებით ისტორიულად დაბინძურებული ადგილები და მათი სრული დეკონტამინაციისათვის საჭირო ღონისძიებები;
ვ) რადიოაქტიური ნარჩენების წარმოქმნის შესაძლო ნაკადების შეფასება;
ზ) უპატრონო (უკონტროლო) რადიოაქტიურ წყაროებზე სახელმწიფოს მიერ კონტროლის აღდგენის ღონისძიებები;
თ) სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების გზები და ვადები, სავარაუდო ხარჯები და დაფინანსების წყაროები, ამ ღონისძიებების განხორციელებისათვის პასუხისმგებელი უწყებები და ორგანიზაციები;
ი) რადიოაქტიური ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3056209-radioaktiuri-narchenebis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3056209-radioaktiuri-narchenebis-shesakheb/7.md
