---
title: "მუხლი 7. რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის მოსაწყობად ტერიტორიის შერჩევა — რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3056209-radioaktiuri-narchenebis-shesakheb/7"
law: "რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ"
article: "7"
identifier: "4487-Iს"
adopted: "2015-11-11"
consolidated_as_of: "2023-06-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის მოსაწყობად ტერიტორიის შერჩევა — რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2023-06-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3056209-radioaktiuri-narchenebis-shesakheb/7

რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის მოსაწყობად ტერიტორია შეირჩევა შეფასების საფუძველზე, რომელიც მოიცავს:
ა) ყველა შესაძლო ფაქტორის ანალიზს, რომლებიც გავლენას მოახდენს შესაბამისად რადიოაქტიური ნარჩენების საცავის ან რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის უსაფრთხოებასა და დაცულობაზე;
ბ) სხვადასხვა სახის კვლევას, მათ შორის, გეოლოგიურ, ჰიდროგეოლოგიურ, გეოფიზიკურ და გარემოსდაცვით კვლევებს;
გ) საქართველოს მეზობელ ქვეყნებზე რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის ფუნქციონირების შესაძლო გავლენის შეფასებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3056209-radioaktiuri-narchenebis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3056209-radioaktiuri-narchenebis-shesakheb/8.md
