---
title: "მუხლი 8. რადიოაქტიური ნარჩენების სამარხისა და რადიოაქტიური ნარჩენების საცავის დაცვითი ზონების დადგენა — რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3056209-radioaktiuri-narchenebis-shesakheb/8"
law: "რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ"
article: "8"
identifier: "4487-Iს"
adopted: "2015-11-11"
consolidated_as_of: "2023-06-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. რადიოაქტიური ნარჩენების სამარხისა და რადიოაქტიური ნარჩენების საცავის დაცვითი ზონების დადგენა — რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2023-06-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3056209-radioaktiuri-narchenebis-shesakheb/8

1. რადიოაქტიური ნარჩენების სამარხისა და რადიოაქტიური ნარჩენების საცავის ირგვლივ დგინდება დაცვითი ზონები, რომელთა საზღვრები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. რადიოაქტიური ნარჩენების სამარხისა და რადიოაქტიური ნარჩენების საცავის დაცვითი ზონების საზღვრები განისაზღვრება ამ ობიექტებით გამოწვეული დასხივების დონეების, რადიოაქტიური ნივთიერებების გარშემო გაშვების/ჩაშვების რაოდენობისა და ფართობის გათვალისწინებით.

3. რადიოაქტიური ნარჩენების სამარხისა და რადიოაქტიური ნარჩენების საცავის დაცვით ზონებში დაუშვებელია ნებისმიერი საქმიანობის განხორციელება და ნებისმიერი ობიექტის განთავსება, რომლებიც უშუალოდ არ უკავშირდება შესაბამისი ობიექტების ფუნქციონირებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3056209-radioaktiuri-narchenebis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3056209-radioaktiuri-narchenebis-shesakheb/9.md
