---
title: "მუხლი 15. გარდამავალი დებულებები — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3066095-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-kutaisis-saertashoriso-universitetis-/15"
law: "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ"
article: "15"
identifier: "matsne 3066095"
adopted: "2015-11-25"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. გარდამავალი დებულებები — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3066095-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-kutaisis-saertashoriso-universitetis-/15

1. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა:
ა) ამ კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში დანიშნოს აღმასრულებელი დირექტორი ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე;
ბ) ამ კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში დანიშნოს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ამ კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის არჩევამდე;
გ) საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის დანიშვნიდან 1 თვის ვადაში საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით დაამტკიცოს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობის დამტკიცებამდე.

2. საქართველოს მთავრობამ აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნიდან 3 თვის ვადაში აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით დაამტკიცოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის წესდება ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით ტექნოლოგიური ინსტიტუტის წესდების დამტკიცებამდე.

3. (ამოღებულია - 01.11.2019, №5274).

4. (ამოღებულია - 01.11.2019, №5274)ა.

5. სახელმწიფო ქონების მმართველმა უზრუნველყოს ტექნოლოგიური ინსტიტუტისთვის შესაბამისი ქონების გადაცემა მისი მოთხოვნიდან 1 თვის ვადაში.
საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5274 – ვებგვერდი, 04.11.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3066095-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-kutaisis-saertashoriso-universitetis-/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3066095-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-kutaisis-saertashoriso-universitetis-/16.md
