---
title: "მუხლი 5. უნივერსიტეტის ფუნქციები — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3066095-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-kutaisis-saertashoriso-universitetis-/5"
law: "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 3066095"
adopted: "2015-11-25"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. უნივერსიტეტის ფუნქციები — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3066095-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-kutaisis-saertashoriso-universitetis-/5

უნივერსიტეტის ფუნქციებია:
ა) ადრონული თერაპიის მეთოდის გარშემო სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა;
ბ) უნივერსიტეტის პროფილური მიმართულებიდან გამომდინარე ფუნდამენტური კვლევების მიმართულებების განსაზღვრა და საერთაშორისო აღიარების მოპოვება; სტუდენტების ხელშეწყობა პიროვნული პოტენციალის რეალიზებაში, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებასა და თანამედროვე მოთხოვნათა შესატყვისი კომპეტენციების მიღებაში;
გ) მკვლევართა მომზადება და მათთვის თანამედროვე სამეცნიერო-ექსპერიმენტული კვლევების განხორციელების პირობების შექმნა;
დ) განათლებისა და მეცნიერების ხარისხის უწყვეტი ამაღლებისთვის პირობების შექმნა;
ე) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების, სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებისა და ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების, აგრეთვე უმაღლესი განათლების შემდგომი კვლევითი პროგრამების განხორციელება;
ვ) ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა;
ზ) საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობა და დონორ ორგანიზაციებთან კოორდინირებული საქმიანობის წარმოება;
თ) დარგობრივი და დარგთაშორისი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა და სამეცნიერო კვლევების ახალი მიმართულებების განსაზღვრა;
ი) უცხოელ პარტნიორებთან საკონსულტაციო საქმიანობის წარმოება, სხვა საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.
საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5274 – ვებგვერდი, 04.11.2019წ.
საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1200 – ვებგვერდი, 16.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3066095-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-kutaisis-saertashoriso-universitetis-/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3066095-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-kutaisis-saertashoriso-universitetis-/6.md
