---
title: "მუხლი 7. აღმასრულებელი დირექტორი — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3066095-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-kutaisis-saertashoriso-universitetis-/7"
law: "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 3066095"
adopted: "2015-11-25"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. აღმასრულებელი დირექტორი — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3066095-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-kutaisis-saertashoriso-universitetis-/7

1. აღმასრულებელ დირექტორს სამეცნიერო საბჭოს წარდგინებით, 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. აღმასრულებელი დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის საქმიანობას და წარმოადგენს მას მესამე პირთან ურთიერთობისას;
ბ) უნივერსიტეტის სახელით დებს გარიგებებს, ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მისი ფარგლების გარეთ;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს და გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;
დ) შეიმუშავებს უნივერსიტეტის წესდებას და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსა და სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით მას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას;
ე) მსოფლიოს წამყვან მეცნიერთაგან შეარჩევს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატებს და მათ დასამტკიცებლად წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს;
ვ) საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე ქმნის სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმს;
ზ) საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსა და სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამებს;
თ) განსაზღვრავს საერთაშორისო პარტნიორულ ურთიერთობებს;
ი) განიხილავს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
კ) ორგანიზებას უწევს კონფერენციებს, სემინარებს, სიმპოზიუმებსა და სხვა ღონისძიებებს;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს უნივერსიტეტის სახსრებსა და ქონებას;
მ) ახორციელებს უნივერსიტეტის წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5274 – ვებგვერდი, 04.11.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3066095-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-kutaisis-saertashoriso-universitetis-/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3066095-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-kutaisis-saertashoriso-universitetis-/8.md
