---
title: "მუხლი 8. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3066095-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-kutaisis-saertashoriso-universitetis-/8"
law: "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 3066095"
adopted: "2015-11-25"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3066095-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-kutaisis-saertashoriso-universitetis-/8

1. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობას აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით, 5 წლის ვადით ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო.

2. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო არის უნივერსიტეტის სწავლებისა და სამეცნიერო საქმიანობის ხარისხის მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც:
ა) აფასებს საგანმანათლებლო პროგრამის გარე რეფერირებისა და კოლეგიური ურთიერთშეფასების (Peer Review) მოთხოვნებთან შესაბამისობას;
ბ) ითანხმებს უნივერსიტეტის წესდებას;
გ) ახორციელებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობების პერიოდულ მონიტორინგს და მის შედეგებს კონფერენციებზე განიხილავს.

3. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს სხვა უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი განისაზღვრება საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს დებულებით, რომელსაც საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო.

4. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო საკუთარი შემადგენლობიდან საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს უფლებამოსილების ვადით, ხმათა უმრავლესობით ირჩევს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს.
საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5274 – ვებგვერდი, 04.11.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3066095-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-kutaisis-saertashoriso-universitetis-/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3066095-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-kutaisis-saertashoriso-universitetis-/9.md
