---
title: "მუხლი 9. სამეცნიერო საბჭო — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3066095-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-kutaisis-saertashoriso-universitetis-/9"
law: "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 3066095"
adopted: "2015-11-25"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. სამეცნიერო საბჭო — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3066095-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-kutaisis-saertashoriso-universitetis-/9

1. სამეცნიერო საბჭო არის უნივერსიტეტის თვითმმართველი ორგანო. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობაში არიან პირები, რომლებსაც უკავიათ უნივერსიტეტის სამეცნიერო და აკადემიური თანამდებობები (პროფესორები და ემერიტუს პროფესორები) და რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროცესში ან წარმართავენ სამეცნიერო კვლევებს. სამეცნიერო საბჭოს სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ. სამეცნიერო საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა აღმასრულებელი დირექტორის მოთხოვნით.

2. სამეცნიერო საბჭოს სხდომებს ხელმძღვანელობს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც საკუთარი შემადგენლობიდან ხმათა უმრავლესობით ირჩევს სამეცნიერო საბჭო.

3. სამეცნიერო საბჭო:
ა) განიხილავს და ამტკიცებს უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმას;
ბ) ითანხმებს უნივერსიტეტის წესდებას;
გ) ამტკიცებს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობას;
დ) უნივერსიტეტის წესდებით განსაზღვრული წესით შეარჩევს აღმასრულებელი დირექტორის კანდიდატურას და მას თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს;
ე) ახორციელებს უნივერსიტეტის წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5274 – ვებგვერდი, 04.11.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3066095-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-kutaisis-saertashoriso-universitetis-/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3066095-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-kutaisis-saertashoriso-universitetis-/10.md
