---
title: "მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო და მიზანი — საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30856-sajaro-reestris-erovnuli-saagentos-mier-gaweuli-momsakhurebisatvis-daw/1"
law: "საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 30856"
adopted: "2004-12-29"
consolidated_as_of: "2008-12-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო და მიზანი — საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ

> Text consolidated as of 2008-12-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2008-12-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30856-sajaro-reestris-erovnuli-saagentos-mier-gaweuli-momsakhurebisatvis-daw/1

1. ეს კანონი აწესებს ვადებს და საფასურს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მომსახურების საფასურის განაკვეთებს, საფასურის გადახდის, გადახდისაგან გათავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესსა და პირობებს.

2. ამ კანონის მიზანია სააგენტოს მიერ საჯარო ფუნქციის განხორციელების უზრუნველყოფა. საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4743-სსმI,№18,22.05.2007წ.,მუხ.157 საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №615-სსმI,№36,12.12.2008წ.,მუხ.234

---
Next article: https://legal.ge/ka/law/30856-sajaro-reestris-erovnuli-saagentos-mier-gaweuli-momsakhurebisatvis-daw/2.md
