---
title: "მუხლი 3. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული ვადები და საფასურის განაკვეთები — საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30856-sajaro-reestris-erovnuli-saagentos-mier-gaweuli-momsakhurebisatvis-daw/3"
law: "საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 30856"
adopted: "2004-12-29"
consolidated_as_of: "2008-12-19"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2009-01-14"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 3. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული ვადები და საფასურის განაკვეთები — საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ

> Text consolidated as of 2008-12-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2009-01-14.
> Cite as: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2008-12-19), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/30856-sajaro-reestris-erovnuli-saagentos-mier-gaweuli-momsakhurebisatvis-daw/3

1. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადები და საფასური წესდება და საფასურის განაკვეთები განისაზღვრება მხოლოდ ამ კანონით.

2. დაუშვებელია ამ კანონით გაუთვალისწინებელი საფასურის გადახდის ვალდებულების ვინმესთვის დაკისრება.

3. ამ კანონით დაწესებული ვადების ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესი არ ვრცელდება სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაზე. საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4743-სსმI,№18,22.05.2007წ.,მუხ.157 საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №615-სსმI,№36,12.12.2008წ.,მუხ.234

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30856-sajaro-reestris-erovnuli-saagentos-mier-gaweuli-momsakhurebisatvis-daw/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30856-sajaro-reestris-erovnuli-saagentos-mier-gaweuli-momsakhurebisatvis-daw/4.md
