---
title: "მუხლი 6¹. დაჩქარებული მომსახურება — საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30856-sajaro-reestris-erovnuli-saagentos-mier-gaweuli-momsakhurebisatvis-daw/6-1"
law: "საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ"
article: "6^1"
identifier: "matsne 30856"
adopted: "2004-12-29"
consolidated_as_of: "2008-12-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6¹. დაჩქარებული მომსახურება — საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ

> Text consolidated as of 2008-12-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ, მუხლი 6¹ (consolidated as of 2008-12-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30856-sajaro-reestris-erovnuli-saagentos-mier-gaweuli-momsakhurebisatvis-daw/6-1

1. სააგენტო დაჩქარებულ მომსახურებას ახორციელებს შემდეგ ვადებში და შემდეგი საფასურით: ა) უძრავ ნივთზე უფლების, უფლების შეზღუდვის და ვალდებულებების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია – განცხადების შემოტანის დღეს – 200 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 150 ლარი; ბ) საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მომზადება – განცხადების შემოტანის დღეს – 50 ლარი; გ) მოძრავ ნივთზე უფლების, მასში ცვლილების და მისი შეწყვეტის რეგისტრაცია – განცხადების შემოტანის დღეს – 200 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 150 ლარი; დ) მოთხოვნის მომენტისათვის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, უფლების შეზღუდვის და ვალდებულებების, საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის ან/და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შესახებ საჯარო რეესტრში დაცულ მონაცემებზე ინფორმაციის მომზადება – განცხადების შემოტანის დღეს – 30 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 20 ლარი; ე) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან ცნობა-დახასიათების მომზადება – განცხადების შემოტანის დღეს – 20 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 15 ლარი; ვ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან საინვენტარიზაციო გეგმის მომზადება – განცხადების შემოტანის დღეს – 20 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 15 ლარი; ზ) არქივში დაცული დოკუმენტის ასლის მომზადება – განცხადების შემოტანის დღეს – ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საფასურს დამატებული 5 ლარი; თ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება – განცხადების შემოტანის დღეს – 30 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 20 ლარი; ი) წარმოდგენილი დოკუმენტაციის ელექტრონული ასლის შესაბამის ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში გადაგზავნა – დოკუმენტაციის შემოტანის დღეს – 10 ლარი.

2. ამ მუხლით განსაზღვრული საფასური და ვადები არ ვრცელდება საჯარო დაწესებულების განცხადების საფუძველზე განხორციელებულ მომსახურებაზე. საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №615-სსმI,№36,12.12.2008წ.,მუხ.234

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30856-sajaro-reestris-erovnuli-saagentos-mier-gaweuli-momsakhurebisatvis-daw/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30856-sajaro-reestris-erovnuli-saagentos-mier-gaweuli-momsakhurebisatvis-daw/7.md
