---
title: "მუხლი 6. ვადები და საფასურის განაკვეთები — საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30856-sajaro-reestris-erovnuli-saagentos-mier-gaweuli-momsakhurebisatvis-daw/6"
law: "საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 30856"
adopted: "2004-12-29"
consolidated_as_of: "2008-12-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. ვადები და საფასურის განაკვეთები — საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ

> Text consolidated as of 2008-12-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2008-12-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30856-sajaro-reestris-erovnuli-saagentos-mier-gaweuli-momsakhurebisatvis-daw/6

1. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებულია შემდეგი ვადები და განსაზღვრულია შემდეგი საფასურის განაკვეთები: ა) უძრავ ნივთზე უფლების, უფლების შეზღუდვის და ვალდებულებების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში – 50 ლარი; ბ) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებით საკუთრების უფლების რეგისტრაცია – 10 სამუშაო დღის ვადაში – 300 ლარი; გ) მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, მასში ცვლილების და მისი შეწყვეტის რეგისტრაცია – 3 სამუშაო დღის ვადაში – 30 ლარი; დ) იპოთეკის მოწმობის გაცემის, მასში ცვლილების, მასზე ნებისმიერი სამართლებრივი ხასიათის შენიშვნის რეგისტრაცია – 3 სამუშაო დღის ვადაში – 50 ლარი; ე) ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ყადაღის, მასში ცვლილების და მისი შეწყვეტის რეგისტრაცია – 3 სამუშაო დღის ვადაში – 20 ლარი; ვ) სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ გარიგებაზე ხელმოწერის დადასტურება – დაუყოვნებლივ 5 ლარი.

2. საჯარო რეესტრის ხელმისაწვდომობისათვის დაწესებულია შემდეგი ვადები და განსაზღვრულია შემდეგი საფასურის განაკვეთები: ა) უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწე­რის მომზადება – 1 სამუშაო დღის ვადაში – 15 ლა­რი; ბ) მოძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერის მომზადება – 1 სამუშაო დღის ვადაში – 15 ლარი; გ) საკადასტრო გეგმის მომზადება – 2 სამუშაო დღის ვადაში – 5 ლარი; დ) საკადასტრო რუკის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში: დ.ა) ქაღალდზე შესრულებული ვერსია – 1 გვერდი – 10 ლარი; დ.ბ) ელექტრონული ვერსია – 10000 მ 2 (1 ჰა)-ზე – 5 ლარი; ე) ყადაღის არსებობის შესახებ ცნობის მომზადება – 1 სამუშაო დღის ვადაში – 7 ლარი; ვ) მოთხოვნის მომენტისათვის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, უფლების შეზღუდვის და ვალდებულებების, საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის ან/და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შესახებ საჯარო რეესტრში დაცულ მონაცემებზე ინფორმაციის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში – 10 ლარი; ზ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმა­ციის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში – 7 ლა­რი; თ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან საინვენ­ტა­რიზაციო გეგმის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში – 5 ლარი; ი) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან ცნობა-დახასიათების მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში – 5 ლარი; კ) არქივში დაცული დოკუმენტის ასლის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში – 1 გვერდი – 0,50 ლარი; ლ) ორთოფოტოს გაცემა – 4 სამუშაო დღის ვადაში: ლ.ა) ქაღალდზე შესრულებული ვერსია – 1 გვერდი – 10 ლარი; ლ.ბ) ელექტრონული ვერსია – 10000 მ 2 (1 ჰა)-ზე – 5 ლარი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როცა ამონაწერი მზადდება რეგისტრაციის შედეგად, ხოლო „გ“ ქვეპუნქტი – როცა საკადასტრო გეგმა მზადდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში საკუთრების უფლება­დაურეგის­ტრირებელ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლე­ბის რეგისტრაციის შედეგად. საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4743-სსმI,№18,22.05.2007წ.,მუხ.157 საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5648-სსმI,№48,27.12.2007წ.,მუხ.428 საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №615-სსმI,№36,12.12.2008წ.,მუხ.234

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30856-sajaro-reestris-erovnuli-saagentos-mier-gaweuli-momsakhurebisatvis-daw/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30856-sajaro-reestris-erovnuli-saagentos-mier-gaweuli-momsakhurebisatvis-daw/6-1.md
