---
title: "მუხლი 8. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება და ვადები — საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30856-sajaro-reestris-erovnuli-saagentos-mier-gaweuli-momsakhurebisatvis-daw/8"
law: "საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 30856"
adopted: "2004-12-29"
consolidated_as_of: "2008-12-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება და ვადები — საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ

> Text consolidated as of 2008-12-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2008-12-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30856-sajaro-reestris-erovnuli-saagentos-mier-gaweuli-momsakhurebisatvis-daw/8

საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია: ა) უძრავ ნივთზე რეგისტრირებული საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში; ბ) რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება – ერთი სამუშაო დღის ვადაში; გ) ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სახელმწიფოსა და თვითმმართველი ერთეულის უფლებების, უფლების შეზღუდვის და ვალდებულებების, ასევე მათ სასარგებლოდ დადებული საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობის, ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია; დ) ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობისა და რეგისტრირებულ საგადასახადო გირავნობაში/იპოთეკაში ცვლილების რეგისტრაცია და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია – 3 სამუშაო დღის ვადაში; ე) საჯარო დაწესებულება საჯარო რეესტრის ხელმისაწვდომობისათვის, გარდა ამონაწერის განახლებისა; ვ) წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამის ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში გადაგზავნა – 3 სამუშაო დღის ვადაში. საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3650-სსმI,№44,27.11.2006წ.,მუხ.298 საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4743-სსმI,№18,22.05.2007წ.,მუხ.157 საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5648-სსმI,№48,27.12.2007წ.,მუხ.428 საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №615-სსმI,№36,12.12.2008წ.,მუხ.234

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30856-sajaro-reestris-erovnuli-saagentos-mier-gaweuli-momsakhurebisatvis-daw/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30856-sajaro-reestris-erovnuli-saagentos-mier-gaweuli-momsakhurebisatvis-daw/9.md
