---
title: "მუხლი 11. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები — იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30880-iodis-skhva-mikroelementebisa-da-vitaminebis-depitsitit-gamowveuli-daa/11"
law: "იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ"
article: "11"
identifier: "1054"
adopted: "2005-02-25"
consolidated_as_of: "2018-07-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები — იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ

> Text consolidated as of 2018-07-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2018-07-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30880-iodis-skhva-mikroelementebisa-da-vitaminebis-depitsitit-gamowveuli-daa/11

1. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში გამოცემულ იქნეს შემდეგი ნორმატიული აქტები: ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება „ფორტიფიცირებას დაქვემდებარებული საკვები პროდუქციის ჩამონათვალის შესახებ“; ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება „არაიოდირებული მარილის სამედიცინო მიზნით იმპორტირებისა და რეალიზაციისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“; გ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების ერთობლივი ბრძანება „ვადაგასული იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების გადამუშავების, რეიოდირების, ტექნიკური დანიშნულებით გამოყენებისა და განადგურების წესის შესახებ“; დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრების ერთობლივი ბრძანება „იოდირებულ მარილსა და სხვა ფორტიფიცირებულ საკვებ პროდუქტებში ფორტიფიკანტების შემცველობისა და ფორტიფიცირების მეთოდის შესახებ“.

2. დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნულ სააგენტოს, შეიმუშაოს და დაამტკიცოს ადამიანთა და ცხოველთა საკვებად გამოსაყენებელი იოდირებული მარილის დაფასოების, შეფუთვის, მარკირების, ტრანსპორტირების და შენახვის ეროვნული სტანდარტი.

3. „ფორტიფიცირებას დაქვემდებარებული საკვები პროდუქციის ჩამონათვალის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნულ სააგენტოს, შეიმუშაოს და დაამტკიცოს ფორტიფიცირებას დაქვემდებარებული საკვები პროდუქციის (საქართველოში იმპორტირებულისა და წარმოებულის) ეროვნული სტანდარტი. თავი VI. დასკვნითი დებულება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30880-iodis-skhva-mikroelementebisa-da-vitaminebis-depitsitit-gamowveuli-daa/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30880-iodis-skhva-mikroelementebisa-da-vitaminebis-depitsitit-gamowveuli-daa/12.md
