---
title: "მუხლი 2. ტერმინთა განმარტება — იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30880-iodis-skhva-mikroelementebisa-da-vitaminebis-depitsitit-gamowveuli-daa/2"
law: "იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ"
article: "2"
identifier: "1054"
adopted: "2005-02-25"
consolidated_as_of: "2018-07-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. ტერმინთა განმარტება — იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ

> Text consolidated as of 2018-07-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2018-07-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30880-iodis-skhva-mikroelementebisa-da-vitaminebis-depitsitit-gamowveuli-daa/2

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებები – ორგანიზმის პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც განპირობებულია ორგანიზმში იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების არასაკმარისი რაოდენობით; ბ) იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკა – სახელმწიფოებრივ ღონისძიებათა სისტემა, რომლის მიზანია იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების თავიდან აცილება; გ) საკვები პროდუქტების ფორტიფიკაცია – საკვები პროდუქტების მიკროელემენტებითა და ვიტამინებით გამდიდრება მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკისათვის; დ) იოდირებული მარილი – იოდით გამდიდრებული მარილი; ე) ფორტიფიკანტი – დანამატი ნივთიერება, რომელიც გამოიყენება საკვები პროდუქტების ფორტიფიკაციისათვის; ვ) რეიოდირება – იოდირებული მარილის ან სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტის განმეორებითი იოდირება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30880-iodis-skhva-mikroelementebisa-da-vitaminebis-depitsitit-gamowveuli-daa/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30880-iodis-skhva-mikroelementebisa-da-vitaminebis-depitsitit-gamowveuli-daa/3.md
