---
title: "მუხლი 3. იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის ძირითადი პრინციპები — იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30880-iodis-skhva-mikroelementebisa-da-vitaminebis-depitsitit-gamowveuli-daa/3"
law: "იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ"
article: "3"
identifier: "1054"
adopted: "2005-02-25"
consolidated_as_of: "2018-07-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის ძირითადი პრინციპები — იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ

> Text consolidated as of 2018-07-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2018-07-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30880-iodis-skhva-mikroelementebisa-da-vitaminebis-depitsitit-gamowveuli-daa/3

იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის ძირითადი პრინციპებია: ა) საკვები პროდუქტების ფორტიფიკაციის ეროვნული პოლიტიკის შემუშავება და შესაბამისი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა; ბ) იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების საქართველოში იმპორტირების, წარმოებისა და რეალიზაციის ეროვნული სტანდარტების შემუშავება; გ) იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების საქართველოში იმპორტირების, წარმოებისა და რეალიზაციის სისტემაზე სახელმწიფო ზედამხედველობის და უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერება; დ) იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების საქართველოში იმპორტირების, წარმოებისა და რეალიზაციის ეროვნული სტანდარტების დასაცავად სახელმწიფო ორგანოთა, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრა; ე) საკვები პროდუქტების ფორტიფიკაციის ეროვნული პოლიტიკის განხორციელებაში მოსახლეობის, საზოგადოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამონაწილეობის ხელშეწყობა. თავი II. იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების საქართველოში იმპორტირების, წარმოებისა და რეალიზაციის ეროვნული სტანდარტები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30880-iodis-skhva-mikroelementebisa-da-vitaminebis-depitsitit-gamowveuli-daa/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30880-iodis-skhva-mikroelementebisa-da-vitaminebis-depitsitit-gamowveuli-daa/4.md
