---
title: "მუხლი 5. არაიოდირებული მარილის საქართველოში იმპორტირება და რეალიზაცია — იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30880-iodis-skhva-mikroelementebisa-da-vitaminebis-depitsitit-gamowveuli-daa/5"
law: "იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ"
article: "5"
identifier: "1054"
adopted: "2005-02-25"
consolidated_as_of: "2018-07-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. არაიოდირებული მარილის საქართველოში იმპორტირება და რეალიზაცია — იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ

> Text consolidated as of 2018-07-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2018-07-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30880-iodis-skhva-mikroelementebisa-da-vitaminebis-depitsitit-gamowveuli-daa/5

1. არაიოდირებული მარილის საქართველოში რეალიზაცია დასაშვებია: ა) სამედიცინო მიზნით; ბ) ტექნიკური დანიშნულებით და არასაკვები პროდუქციის წარმოებისათვის.

2. არაიოდირებული მარილის სამედიცინო მიზნით იმპორტირება დასაშვებია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ან საქართველოს ფინანსთა სამი­ნისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამა­რთლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ნებართვის საფუძველზე.

3. არაიოდირებული მარილის სამედიცინო მიზნით რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ სააფთიაქო ქსელიდან. საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5123 - ვებგვერდი, 19.10.2011წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3062 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30880-iodis-skhva-mikroelementebisa-da-vitaminebis-depitsitit-gamowveuli-daa/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30880-iodis-skhva-mikroelementebisa-da-vitaminebis-depitsitit-gamowveuli-daa/6.md
