---
title: "მუხლი 8. იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების უსაფრთხოებისა და ხარისხის გარანტია — იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30880-iodis-skhva-mikroelementebisa-da-vitaminebis-depitsitit-gamowveuli-daa/8"
law: "იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ"
article: "8"
identifier: "1054"
adopted: "2005-02-25"
consolidated_as_of: "2018-07-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების უსაფრთხოებისა და ხარისხის გარანტია — იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ

> Text consolidated as of 2018-07-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2018-07-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30880-iodis-skhva-mikroelementebisa-da-vitaminebis-depitsitit-gamowveuli-daa/8

1. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებენ იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების იმპორტირებას, წარმოებასა და რეალიზაციას, პასუხისმგებელნი არიან მომხმარებლის წინაშე იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების უსაფრთხოებასა და ხარისხზე ეროვნული სტანდარტების შესაბამისად.

2. იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას მიეწოდება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით დადგენილი წესით.

3. ვადაგასული იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების რეალიზაცია დაუშვებელია და ისინი ექვემდებარება სარეალიზაციო ქსელიდან ამოღებას. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6158 - ვებგვერდი, 25.05.2012წ. თავი III. კონტროლი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30880-iodis-skhva-mikroelementebisa-da-vitaminebis-depitsitit-gamowveuli-daa/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30880-iodis-skhva-mikroelementebisa-da-vitaminebis-depitsitit-gamowveuli-daa/9.md
