---
title: "მუხლი 11⁴. სააგენტოს მიერ გაწეული დაჩქარებული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის განაკვეთები და მომსახურების ვადები — მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30946-mkatsri-aghritskhvis-pormebis-shesakheb/11-4"
law: "მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ"
article: "11^4"
identifier: "matsne 30946"
adopted: "2005-03-22"
consolidated_as_of: "2023-11-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11⁴. სააგენტოს მიერ გაწეული დაჩქარებული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის განაკვეთები და მომსახურების ვადები — მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ, მუხლი 11⁴ (consolidated as of 2023-11-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30946-mkatsri-aghritskhvis-pormebis-shesakheb/11-4

1. მკაცრი აღრიცხვის ფორმის ერთი ნიმუშის (პროექტის) რეგისტრაციის თაობაზე განცხადების შეტანიდან 2 სამუშაო დღის ვადაში რეგისტრაციისათვის მომსახურების საფასური არის 100 ლარი.

2. ერთი სარეგისტრაციო ნომრის მქონე არა უმეტეს 5000 ცალი მკაცრი აღრიცხვის ფორმის ექსპერტიზა-უტილიზაციის თაობაზე განცხადების შეტანიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ექსპერტიზა-უტილიზაციისათვის მომსახურების საფასური არის 150 ლარი. საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2350-სსმI, №47, 28.12.2009., მუხ.360

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30946-mkatsri-aghritskhvis-pormebis-shesakheb/11-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30946-mkatsri-aghritskhvis-pormebis-shesakheb/11-5.md
