---
title: "მუხლი 14. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასაუქმებელი ნორმატიული აქტები — მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30946-mkatsri-aghritskhvis-pormebis-shesakheb/14"
law: "მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ"
article: "14"
identifier: "matsne 30946"
adopted: "2005-03-22"
consolidated_as_of: "2023-11-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასაუქმებელი ნორმატიული აქტები — მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2023-11-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30946-mkatsri-aghritskhvis-pormebis-shesakheb/14

2005 წლის 1 ივლისიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს: ა) საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 26 ივლისის №321 ბრძანებულება „მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებისა და დოკუმენტების შემუშავების, დამზადების, შენახვისა და გამოყენების საქმეში სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარების ღონისძიებათა შესახებ“; ბ) საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 6 სექტემბრის №1079 განკარგულება „ლატარიის ბილეთების, მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებისა და დოკუმენტების შემუშავების, დამზადების, შენახვისა და გამოყენების მოწესრიგების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“; გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2000 წლის 24 აპრილის №50 ბრძანება „მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების და დოკუმენტების წარმოებისა და გამოყენების წესების შესახებ“.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30946-mkatsri-aghritskhvis-pormebis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30946-mkatsri-aghritskhvis-pormebis-shesakheb/15.md
