---
title: "მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება — მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30946-mkatsri-aghritskhvis-pormebis-shesakheb/2"
law: "მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 30946"
adopted: "2005-03-22"
consolidated_as_of: "2023-11-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება — მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2023-11-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30946-mkatsri-aghritskhvis-pormebis-shesakheb/2

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) მკაცრი აღრიცხვის ფორმა – განსაზღვრული შინაარსის, ფორმისა და ზომის ბლანკი, ბილეთი ან საბუთი, რომელიც გამიზნულია სხვადასხვა სფეროში საქმიანობასთან (საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება, მომსახურების გაწევა და სხვა) დაკავშირებული ანგარიშსწორების, ანგარიშგების, იურიდიული ან სხვა ფაქტის დაფიქსირებისათვის, რომელსაც შეიმუშავებს ერთი ან რამდენიმე სამართალსუბიექტი დარგობრივი ნიშნით და რომელიც შემოღებულია სამოქმედოდ ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით; ბ) სამართალსუბიექტი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, სახელმწიფო დაწესებულება, უწყება ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი; გ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხა – ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხა, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით; დ) პასუხისმგებელი პირი – პირი, რომელსაც ეკისრება კონკრეტული პასუხისმგებლობა მკაცრი აღრიცხვის ფორმებთან დაკავშირებული, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე; ე) პოლიგრაფიული საწარმო – საწარმო, რომელიც დადგენილი წესით ამზადებს მკაცრი აღრიცხვის ფორმებს, ახორციელებს მათ აღრიცხვას, შენახვასა და რეალიზაციას. საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5990 – ვებგვერდი, 10.06.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30946-mkatsri-aghritskhvis-pormebis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30946-mkatsri-aghritskhvis-pormebis-shesakheb/3.md
