---
title: "მუხლი 3. მკაცრი აღრიცხვის ფორმების კატეგორიები — მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30946-mkatsri-aghritskhvis-pormebis-shesakheb/3"
law: "მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 30946"
adopted: "2005-03-22"
consolidated_as_of: "2023-11-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. მკაცრი აღრიცხვის ფორმების კატეგორიები — მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2023-11-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30946-mkatsri-aghritskhvis-pormebis-shesakheb/3

მკაცრი აღრიცხვის ფორმები, მათი დაცვის სირთულეთა გათვალისწინებით, იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ა) პირველი კატეგორია – „განსაკუთრებით დაცული“. ასეთ კატეგორიას განეკუთვნება ის მკაცრი აღრიცხვის ფორმები, რომელთაც აქვთ 7 ან მეტი დამცავი ნიშანი; ბ) მეორე კატეგორია – „დაცული“. ასეთ კატეგორიას განეკუთვნება ის მკაცრი აღრიცხვის ფორმები, რომელთაც აქვთ 4–6 დამცავი ნიშანი; გ) მესამე კატეგორია – „მარტივი ტიპის“. ასეთ კატეგორიას განეკუთვნება ის მკაცრი აღრიცხვის ფორმები, რომელთაც აქვთ არა უმეტეს 3 დამცავი ნიშანი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30946-mkatsri-aghritskhvis-pormebis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30946-mkatsri-aghritskhvis-pormebis-shesakheb/4.md
