---
title: "მუხლი 5. პოლიგრაფიული საწარმოების კატეგორიები — მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30946-mkatsri-aghritskhvis-pormebis-shesakheb/5"
law: "მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 30946"
adopted: "2005-03-22"
consolidated_as_of: "2023-11-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. პოლიგრაფიული საწარმოების კატეგორიები — მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2023-11-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30946-mkatsri-aghritskhvis-pormebis-shesakheb/5

პოლიგრაფიული საწარმოები, მათი ტექნოლოგიური პროცესების ხარისხისა და დონის გათვალისწინებით, იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ა) პირველი კატეგორია – ასეთ პოლიგრაფიულ საწარმოებს უფლება ეძლევათ დაბეჭდონ ყველა სახის მკაცრი აღრიცხვის ფორმები; ბ) მეორე კატეგორია – ასეთ პოლიგრაფიულ საწარმოებს უფლება ეძლევათ დაბეჭდონ ამ კანონის მე-3 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მკაცრი აღრიცხვის ფორმები; გ) მესამე კატეგორია – ასეთ პოლიგრაფიულ საწარმოებს უფლება ეძლევათ დაბეჭდონ ამ კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მკაცრი აღრიცხვის ფორმები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30946-mkatsri-aghritskhvis-pormebis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30946-mkatsri-aghritskhvis-pormebis-shesakheb/6.md
