---
title: "მუხლი 7. მკაცრი აღრიცხვის ფორმების წარმოების ორგანიზება — მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30946-mkatsri-aghritskhvis-pormebis-shesakheb/7"
law: "მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 30946"
adopted: "2005-03-22"
consolidated_as_of: "2023-11-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. მკაცრი აღრიცხვის ფორმების წარმოების ორგანიზება — მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2023-11-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30946-mkatsri-aghritskhvis-pormebis-shesakheb/7

მკაცრი აღრიცხვის ფორმების წარმოების ორგანიზებას ახორციელებენ სამართალსუბიექტები, რომლებიც: ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიმუშავებენ კონკრეტულ ფორმას მათი ხარისხის დაცვის და სხვა პარამეტრების აღნიშვნით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების აუცილებელ რაოდენობას და პოლიგრაფიული საწარმოების მეშვეობით ახორციელებენ მათ ტირაჟირებას; ბ) კანონის შესაბამისად ახორციელებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენების კონტროლს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30946-mkatsri-aghritskhvis-pormebis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30946-mkatsri-aghritskhvis-pormebis-shesakheb/8.md
