---
title: "მუხლი 8. მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენება სამართალსუბიექტების მიერ — მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30946-mkatsri-aghritskhvis-pormebis-shesakheb/8"
law: "მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 30946"
adopted: "2005-03-22"
consolidated_as_of: "2023-11-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენება სამართალსუბიექტების მიერ — მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2023-11-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30946-mkatsri-aghritskhvis-pormebis-shesakheb/8

1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვაანგარიშგების წესი განისაზღვრება ამ კანონით და შესაბამისი სამართალსუბიექტების მიერ დადგენილი წესის საფუძველზე.

2. სამართალსუბიექტები მკაცრი აღრიცხვის ფორმებით მომარაგებას ახორციელებენ დამოუკიდებლად.

3. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამზადებას სამართალსუბიექტთა შეკვეთების საფუძველზე ახორციელებენ საქართველოში არსებული პოლიგრაფიული საწარ-მოები, გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4. მკაცრი აღრიცხვის ფორმები გაიცემა მხოლოდ სათანადოდ გაფორმებული მინდობილობების საფუძველზე.

5. მკაცრი აღრიცხვის ფორმები ინახება პასუხისმგებელ პირთან, რომელსაც განსაზღვრავს სამართალსუბიექტის ხელმძღვანელი. მან ყველა მუშაკს, რომელსაც ევალება მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვა და გაცემა, უნდა შეუქმნას სათანადო პირობები ამ ფორმებით შესაბამისი ოპერაციების წარმოებისათვის.

6. მკაცრი აღრიცხვის ფორმები ინახება სპეციალურად გამოყოფილ და სათანადოდ დაცულ ადგილას.

7. სამართალსუბიექტები უზრუნველყოფენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვის, გაცემისა და მათთან დაკავშირებული სხვა ოპერაციების შესასრულებლად განკუთვნილი სათავსების დაცულობას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30946-mkatsri-aghritskhvis-pormebis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30946-mkatsri-aghritskhvis-pormebis-shesakheb/9.md
